

კალათბურთში საქართველოს თასის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრას „ივერიონი“ 27 იანვარს გამართავს.
ადგილობრივი გუნდი „რაშს“ დაუპირისპირდება.
საკალათბურთო მატჩი 19:00 საათზე დაიწყება და გორის სპორტის სასახლეში ჩატარდება.
ცნობისთვის, საქართველოს თასის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში „ივერიონმა“ „რაში“ ანგარიშით 94:80 დაამარცხა.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.