

24 იანვარს განათლების საერთაშორისო დღე მსოფლიოს მასშტაბით წელს უკვე მეექვსედ აღინიშნება.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 24 იანვარი - განათლების საერთაშორისო დღედ 2018 წელს გამოაცხადა. ამ თარიღის დაწესება კი გლობალური მშვიდობის და განვითარების უზრუნველყოფის კუთხით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ინკლუზიური განათლების სისტემის შექმნის მნიშვნელობის ხაზგასმას ემსახურება.
თარიღის აღნიშვნის მთავარი მიზანია, ასევე, მსოფლიო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება თანასწორი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობის შესახებ.
იუნესკოს (გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია) მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თანაბარი, ყოვლისმომცველი და სამართლიანი განათლების გარეშე ქვეყნები ვერ შეძლებენ გენდერული თანასწორობის და სიღარიბის დაძლევას. განათლება - ადამიანის უფლება, საზოგადოებრივი კეთილდღეობა და პასუხისმგებლობაა.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.