

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, გასულ წელს, მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მოზარდებმა ახალგაზრდულ ბანაკში მიიღეს მონაწილეობა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ახალგაზრდების არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამის საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამებში 1000-მდე ბენეფიციარი იყო ჩართული.
რაც შეეხება პროექტების განხორციელების ლოკაციებს, საზაფხულო ბანაკები მოეწყო ბაკურიანსა და ბიისში. გორელი ახალგაზრდები, ასევე, ჩაერთნენ ინოვაციურ ბანაკში და იმყოფებოდნენ სტეფანწმინდაში.
როგორც გორის მერიაში აცხადებენ, მსგავს აქტივობებს ადგილობრივი თვითმმართველობა მიმდინარე წელსაც გეგმავს.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.