

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტრანსპორტის მოსაცდელების მოწყობა გრძელდება.
გორის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის მოსაცდელის მშენებლობა 13 სოფელში მიმდინარეობს. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
პროექტის მიხედვით დაგეგმილია აგურის კედლების მშენებლობა, გადახურვა, სკამის მონტაჟი და ბეტონის ფილების მოწყობა.
რაც შეეხება სოფლებს, მოსაცდელების მოწყობა განხორციელდება: თორტიზაში, არბოში, ქორდში, ოთარშენში, ბერშუეთში, ქვემო სობისში, ქვემო ახალსოფელში, ზერტში, მეჯვრისხევში, ხურვალეთში, ნადარბაზევში, ახრისსა და ტინისხიდში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.