

გორში მსოფლიოს ჩემპიონის - იოსებ დურგლიშვილის ხსოვნის მემორიალური ტურნირი გაიმართება მკლავჭიდში.
შეჯიბრში საქართველოს რეგიონებში მცხოვრები უფროსი ასაკის სპორტსმენები მონაწილეობენ.
მკლავჭიდელები პირველობისთვის ერთმანეთს ოთხ წონით კატეგორიაში (როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა ხელი) დაუპირისპირდებიან.
სპორტული აქტივობა გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით, 25 იანვარს გაიმართება.
ტურნირი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის დარბაზში ჩატარდება.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.