

ერთი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის ძიუდოისტმა გოგონებმა საქართველოს ჩემპიონატი.
შეჯიბრში 2007-2009 წელს დაბადებული სპორტსმენები ასპარეზობდნენ.
გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ცნობით, ჩემპიონატის გამარჯვებული ქეთი რობაქიძე (70 კგ.) გახდა.
ბრინჯაოს მედალი ნატალი იაშვილმა (44 კგ.) მოიპოვა.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი