ნაძვის ხე ახალი წლის ყველაზე გავრცელებული სიმბოლოა. მისი აწყობის, დადგმის თარიღი არავის განუსაზღვრავს. ზოგი ბარბარობამდე არ რთავს, ზოგი დეკემბრის ბოლომდე, ზოგი ნოემბრის ბოლომდეც ძლივს ითმენს, მაგრამ როცა ნაძვის ხის აღების შესახებ ჩნდება კითხვები, საზოგადოების აზრი ორად იყოფა. ერთი მხრივ, ჩვენში არის გავრცელებური ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ნაძვის ხე ნათლისღებას არ უნდა შეხვდეს, შესაბამისად, 19 იანვრამდე უნდა დაიშალოს.
რაზეც სასულიერო პირები პასუხობენ, რადგან ნაძვის ხეს არანაირი ეკლესიური და რელიგიური დატვირთვა არ გააჩნია, შესაბამისად, არც ნათლისღება უკავშირდება მის აღება-დაშლას.
მეორე მხრივ კი, თუ ჩინურ კალენდარს გავითვალისწინებთ, ახალი წელი1-ელ თებერვალს დგება, ამიტომ ფენშუის მიმდევრები გვირჩევენ, ნაძვის ხე თებერვლის პირველ კვირამდე მაინც არ დავშალოთ.
2024 წლის 25 ივნისს, 15 საათზე, საჯარო შეხვედრა ჩატარდება გორის მუნიციპალიტეტის მერიაში, მის.: გორი, გ. ფერაძის ქ. #5