საინტერესო ამბები
18.01.2024 13:00
გერმანელი მოხალისე მეხანძრეების ეროტიკული ფოტოსესია

გერმანული გამოცემა Deutsche Welle -ს ინფორმაციით, ბავარიელმა მეხანძრეებმა ეროტიკული კალენდრისთვის ფოტოსესიაში მიიღეს მონაწილეობა.

გამოცემის ინფორმაციით, მოხალისე მეხანძრეები ვალჩშინგიდან ამგვარ ღონისძიებაში პირველად მონაწილეობენ.

Walchsing-ი ბავარიაში, ალდერსბახის რეგიონში მდებარეობს, სადაც 230 მოხალისე მეხანძრე ირიცხება, მათგან ფოტოსესიაში 13-მა მოხალისე მეხანძრემ მიიღო მონაწილეობა.

მეხანძრეების თქმით, თავდაპირველად, კალენდრის გამოშვების იდეა ერთგვარი ხუმრობა იყო, თუმცა, შემდგომ მისი გამოშვება რეალურად გადაწყდა. როდესაც კალენდრის შესახებ სტატიები ადგილობრივ გაზეთებში დაიბეჭდა, მასზე მოთხოვნა გაიზარდა და საკმაოდ ბევრი ეგზემპლარი გაიყიდა.

ცნობისთვის, გერმანიაში პროფესიონალური სახანძრო განყოფილებები მხოლოდ მსხვილ ქალაქებში არსებობს. იმ დასახლებულ პუნქტებში კი, სადაც მოსახლეობა 100 ათასზე ნაკლებია, ადამიანების გადარჩენაზე მოხალისეები ზრუნავენ და სწორედ მოხალისეებისგან დაკომპლექტებული დანაყოფებია შექმნილი.

მოხალისე მეხანძრეების თქმით, კალენდრისთვის ფოტოსესიიდან მიღებული ჰონორარით ახალ ეკიპირებას შეიძენენ და ამავდროულად, გარკვეულ თანხას ბარბექიუს საღამოს მოსაწყობად დახარჯავენ.

კვირის ამბები