

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 16 იანვარს გორში -7 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის დასახლებულ პუნქტებში კი ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -10 გრადუსამდე დაეცემა.
ღამის საათებში -1 გრადუსია ნავარაუდევი გორში მომდევნო დღეებშიც, დღისით კი, 16-დან 21 იანვრის ჩათვლით, მოსალოდნელია უნალექო ამინდი, პერიოდულად ღრუბლიანობა, ჰაერის ტემპერატურა კი +6, +11 გრადუსს გრადუსს შორის დაფიქსირდება.
22 იანვრიდან გორის მუნიციპალიტეტში მოსალოდნელია ნალექი წვიმის და თოვლჭყაპის სახით.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.