

გორის მუნიციპალიტეტში დასასვენებელი და გასართობის სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია 7 ლოკაციაზე დასრულდა.
როგორც ადგილობრივი თვითმმართველობაში აცხადებენ, თითოეული პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით ხორციელდება.
რაც შეეხება უშუალოდ პროექტების ჩამონათვალს, სკვერები მოეწყო: სამების და პეტრიაშვილის ქუჩების მიმდებარედ, სტალინის გამზირზე, ცხინვალის გზატკეცილზე, სამადაშვილის და კეცხოველის ქუჩების მიმდებარედ, დიცში, ფლავისმანსა და ხიდისთავში.
ცნობისთვის, სამუშაოების ნაწილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ნაწილი კი პროგრამების - „სოფლის მხარდაჭერის“ და „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში დაფინანსდა.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.