

1-ელი იანვრიდან სამეურნეო სამუშაოებში ჩართული მსჯავრდებულების ანაზღაურება გაიზარდა, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, იმ პენიტენციურ დაწესებულებებში, რომლებშიც 1000 და მეტი მსჯავრდებულია, სამეურნეო საქმიანობაში ჩართული სამუშაო ჯგუფის უფროსი პატიმრის, მისი მოადგილე მსჯავრდებულის და ჯგუფის წევრის ანაზღაურება, საშუალოდ, 90%-ით გაიზარდა.
იმ დაწესებულებებში კი, რომლებშიც 1000 პატიმარზე ნაკლებია, პატიმრების ანაზღაურებამ თვეში, საშუალოდ, 45%-ით მოიმატა.
შეგახსენებთ, 1-ელი იანვრიდან ახალი პენიტენციური კოდექსი ამოქმედდა, რომელიც ითვალისწინებს როგორც წამების, არაადამიანური, ღირსების შემლახველი მოპყრობის თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT), ისე საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.