

საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებში მცხოვრებ პატარებს უმასპინძლებს. კულტურის ცენტრში გამართულ საახალწლო წარმოდგენებს 2000-მდე ბავშვი დაესწრება და საჩუქრად ტკბილეულს მიიღებს.
„საახალწლო სურვილებით საზღაპრეთში" - ასე ქვია საახალწლო წარმოდგენას, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტში, სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები დაესწრებიან - ყველა მათგანი დასაჩუქრდება ტკბილეულით. გარდა ამისა, გორის მერია სოციალურად დაუცველ პატარებს გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლზეც ეპატიჟება“, - აცხადებენ ადგილობრივ თვითმმართველობაში.
გორის მერია სადღესასწაულო ღონისძიებებს თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.