

სურსათის ეროვნული სააგენტოს სერვისები უქმე დღეებში ხელმისაწვდომი იქნება, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 25 დეკემბრის №500 დადგენილებით, 2024 წლის 3 იანვრიდან 5 იანვრის ჩათვლით, სურსათის ეროვნული სააგენტო შეუფერხებლად განახორციელებს შემდეგ საქმიანობებს: ექსპორტ-იმპორტისათვის შესაბამისი სერტიფიკატების და ნებართვების გაცემა; ცხოველთა სასაკლაოზე ვეტერინარული ზედამხედველობა და სახელმწიფო კონტროლი ადამიანის/ცხოველის ჯანმრთელობაზე პირდაპირი რისკების არსებობისას.
„სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები აღნიშნულ საქმიანობებს ქვეყნის მასშტაბით, განსაზღვრული სამუშაო გრაფიკის შესაბამისად შეასრულებენ“, - აცხადებენ სააგენტოში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.