გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, დღეს, 31 დეკემბერს, 2024 წლის შესახვედრად კონცერტი გაიმართება.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, მთავარი ნაძვის ხის მიმდებარედ, ღონისძიება 20:00 საათზე დაიწყება.
როგორც „გორის მაცნეს“ მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა რამაზ შიოშვილმა განუცხადა, მსმენელის წინაშე ჯგუფები - „არა“, „კანუდოსი“ და „soft wave“ მრავალფეროვანი მუსიკალური კომპოზიცით წარსდგებიან.
3, 4 და 5 იანვარს კი, გორის მერია დევნილ და სოციალურად დაუცველ პატარებს საახალწლო კონცერტებზე და ატრაქციონებზე ეპატიჟება.
ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ