

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის საჯარო სკოლაში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.
საგანმანათლებლო დაწესებულების ცნობით, ღონისძიებაზე ნახატები და პოლიმერული თიხით გაფომებული ჭურჭელი გამოიფინა. შესული თანხით კი საშობაოდ მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს დაეხმარებიან.
საქველმოქმედო აქტივობა სოციალური პროექტის „სიკეთე გადამდებია“ ფარგლებში ჩატარდა.