

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, გორის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
მთავარი ნაძვის ხის მიმდებარედ საშობაო ბაზრობა და საბავშვო გასართობი სივრცეები მოეწყო. გაიმართა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ორკესტრის და კოსტიუმირებული ანიმაციური გმირების მსვლელობა. მოეწყო სახალისო ვორქშოფები, მათ შორის ქიმიური შოუ. პატარები კი თოვლის ბაბუამ დაასაჩუქრა.
საახალწლო ღონისძიება „ღამის შოუს“ ბენდის კონცერტით და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.