საზოგადოება
27.02.2020 11:01
ამ ეტაპზე საქართველოში არ არსებობს რისკი, რომ კორონავირუსი ფართოდ გავრცელდეს ჯანდაცვის მინისტრი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე, საქართველოში ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს.

„გვაქვს საკმარისი ადგილები, რომ მოვახდინოთ იმ მოქალაქეების კარანტინი, რომლებიც ახლო კონტაქტში იმყოფებოდნენ ინფიცირებულ ადამიანებთან და მოდიან საქართველოში მაღალი რისკის ზონებიდან. ასეთი ლოკაციები საქართველოში სხვადსხვა ადგილზე გვაქვს. ვზრუნავთ, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ შესაბამისი პირობები. მობილიზებულია საავადმყოფოები, რომლებიც განლაგებულია ქუთაისში, ბათუმში და არის რამდენიმე საავადმყოფო თბილისში. ვარწმუნებ ჩვენ მოქალაქეებს, რომ ამ ეტაპზე საქართველოში არ არსებობს იმის რისკი, რომ მოხდეს კორონავირუსის ფართოდ გავრცელება და შესაბამისად, ეპიდემიის საფრხე არ არსებობს. ჩვენ 24 საათიან რეჟიმში კვლავ გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

კვირის ამბები