

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, გორში შემეცნებითი ღონისძიება - „ევროპული საღამო“ ჩატარდა.
აქტივობა გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა და სოციალურმა კაფე „სფეისმა“ უმასპინძლა.
ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ესწრებოდა, რომელმაც გორის და ევროკავშირის ქალაქების მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
განვითარების სააგენტოს გერმანელმა მოხალისეებმა ღონისძიებაზე მისულ ახალგაზრდებს გერმანული კულტურის, ტრადიციების და წეს-ჩვეულებების შესახებ საინტერესო ცნობები წარუდგინეს, ასევე, სტუმრებს დასაგემოვნებლად საკუთარი ქვეყნის ეროვნული სამზარეულოს კერძები შესთავაზეს.
ადგილობრივი მედიის და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კი, სექტორების მუშაობის თავისებურებებსა და მათ მნიშვნელობაზე, ახალგაზრდებს პრაქტიკული ვორქშოპი ჩაუტარეს.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.