საზოგადოება
26.02.2020 17:38
ჩვენ გაგვაჩნია საკმარისი რესურსი იმისათვის, რომ გვქონდეს პრევენციული კონტროლი - ეკატერინე ტიკარაძე ვირუსის გავრცელების საფრთხეზე

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე, იტალიასთან მიმართებაში დამატებითი რეგულაციების მიღება არ იგეგმება.

,,მოქალაქეები შემოდიან ქვეყანაში, არ ვართ მომხრე, სრულიად ავკრძალოთ შემოსვლა საქართველოში, ვინაიდან, ჩვენ გაგვაჩნია საკმარისი რესურსი იმისათვის, რომ გვქონდეს პრევენციული კონტროლი და შემოსულ მოქალაქეებს, ვისაც შესაბამისი დახმარება ესაჭიროებათ, მოვათვასოთ სტაციონარში, ან კარანტინში გვყავდეს განთავსებული. საჩხერის სასტუმრო-კომპლექსში შეყვანილები სათანადო პირობებში არიან მოთავსებულები. აღნიშნულ სასტუმრო-კომპლექსთან ახლოს მდებარეობს კლინიკა, რომელსაც გააჩნია რესურსი, რომ საჭიროების შემთხვევაში ამ ადამიანებს გაუწიონ სამედიცინო დახმარება.  რაც შეეხება იტალიასთან მიმართებაში დამატებითი რეგულაციების მიღებას, ამ ეტაპზე არ ვგეგმავთ. ჩვენი საელჩო და ელჩი მუშაობენ ამ მიმართულებით და რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ყველა იტალიელი მგზავრი, როგორც ევროკავშირის მოქალაქე, მოწმდება ადგილზე, იტალიაში, ასევე, ისინი მოწმდებიან ჩვენი სპეციალისტების მხრიდანაც და საჭიროების შემთხვევაში, მათაც გაეწევათ ის დახმარება, რა დახმარებასაც სხვა მოქალაქეებს ვუწევთ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა გორში ყოფნისას.

 

კვირის ამბები