

ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარს საახალწლოდ სასურსათო პაკეტები გადაეცემა.
ადგილობრივი თვითმმართველობისგან სადღესასწაულოდ ნობათს უდედმამო, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე, ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვები და მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეები მიიღებენ.
როგორც გორის მერიაში აცხადებენ, სურსათი და ტკბილეულის შესაძენად თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. საჩუქარს, ჯამში, 300 ბენეფიციარი მიიღებს.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.