

საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2023-2024 სასწავლო წლის უქმე დღეები უკვე დადგენილია, მათ შორის, ცნობილია არდადეგების პერიოდიც.
როგორც „გორის მაცნეს“ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა ნანა ტერმაკოზაშვილმა განუცხადა, მიმდინარე სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და მომავალი წლის 14 იანვარს დასრულდება, შესაბამისად, სკოლებში სწავლა 15 იანვრიდან განახლდება.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.