გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში ამინდი მკვეთრად გაუარესდება, ტემპერატურა დაიკლებს და მოსალოდნელია ნალექიც. უფრო კონკრეტულად - ხვალ, 7 თებერვალს, მთელი დღის განმავლობაში მოსალოდნელია წვიმა, ჰაერი + 5 გრადუსამდე გათბება.
8 თებერვლიდან 12 თებერვლამდე კი, ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა და დღისით +1, -3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -4, -9 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი.
მოიმატებს ქარიც, 8-9 თებერვალს 12-13 მ/წ დაფიქსირდება.
8-9 და 10 თებერვალს, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექიც თოვლის სახით.
ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ