საზოგადოება
07.08.2026 19:06
ტყვიავის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ანანო ოდიაშვილმა ინგლისურში მაქსიმალური ქულა მოიპოვა

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ანანო ოდიაშვილმა ინგლისურის გამოცდის მაქსიმალური - 70 ქულა მოიპოვა.

როგორც სკოლის ადმინისტრაციამ „გორის მაცნესთან“ აღნიშნა, ანანო ძალზე ნიჭიერი, მოტივირებული და აქტიური გოგონაა. იგი ყოველთვის გამოირჩეოდა მიზანდასახულობით და განვითარებისკენ სწრაფვით.

ანანო ოდიაშვილი სწავლის გაგრძელებას ივანე ჯავახიშვილსი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე.

კვირის ამბები