იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც 5 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ფლობენ, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდებიან - აღნიშნულის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„დღეს, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას იძულებით გადაადგილებული პირების ქონების გადასახადისგან გათვისუფლებაზე, იმ შემთხვევაში, როდესაც დევნილის სტატუსის მქონე მოქალაქე 5 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ფლობს. მართალია, ეს არის მცირედი, მაგრამ ვფიქრობ, მაინც მნიშვნელოვანი ხელშეწყობა ჩვენი ლტოლვილებისთვის, რომლებიც სოფლის მეურნეობით არიან დაკავებულები“ ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ