

თბილისში, სასკოლო ასაკის (7, 9, 11 და 13 წელი) სპორტსმენებს შორის გამართული საქართველოს ჩემპიონატი ჭადრაკში დასრულდა. ცხრა წლამდელებს შორის შეჯიბრებაში ვიცე–ჩემპიონის ტიტული გორელმა მარიამ ცაციაშვილმა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ მარიამი, თანატოლებში (8 წლამდე) ვერცხლის მედალს გასულ წელსაც ფლობდა. ცაციაშვილის გარდა, საპრიზო ადგილებთან ახლოს იყვნენ ნუცა ამირაჯიბი (7 წ), ალექსი ინაური (9 წ), ნინი მაისურაძე (13 წ) და მარიამ ჭიღლაძე (13 წ), თუმცა, ყველა მათგანი მეოთხე ადგილს დასჯერდა.
მოასპარეზეები, გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის აღზრდილები არიან. პატარა მოჭადრაკეების მწვრთნელი კი, ოთარ დოლიძეა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს