

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტზე სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 137-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას და გაუპატიურებას გულისხმობს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხაშურისა და სურამის ეპარქიის ქვემდებარე ცხრამუხის დედათა მონასტერში ორი პირი შეიჭრა. უცნობები მონაზონს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, მას სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს