

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ლიგის საწყისი ტურების კალენდარი გამოაქვეყნა.
პირველი ტურის თამაშები შაბათს და კვირას - 29 თებერვალსა და 1-ელ მარტს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ პირველ სათამაშო დღეს ქვეყნის ჩემპიონი (დინამო თბილისი) და ვიცეჩემპიონი (დინამო ბათუმი) ეროვნულ ლიგაში დაწინაურებულ გუნდებს უმასპინძლებენ.
1-ლი ტური - შაბათი, 29 თებერვალი:
„დინამო თბილისი“ – „თელავი“ 17:00
„დინამო ბათუმი“ – „მერანი“ 19:00
კვირა, 1-ლი მარტი:
„საბურთალო“ – „ჩიხურა“ - 15:00
„ტორპედო“ – „დილა“ 17:00
„ლოკომოტივი“ – „სამტრედია“ 19:00
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.