

ცოტა ხნის წინ გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 70 წლამდე ასაკის მამაკაცი დაშავდა.
შემთხვევა სტალინისა და თამარ მეფის ქუჩების კვეთაზე მოხდა, ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა. კლინიკის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და პარალელურად, უტარდება დამატებითი კვლევები.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს