კულტურა
18.10.2022 13:30
გორის ქალთა კამერული გუნდი მაყურებლის წინაშე ახალი პროექტით წარსდგება
გორის ქალთა კამერული გუნდი ვალერიან გუნიას სახელობის ფოთის პროფესიულ სახელმწიფო თეატრთან ერთად, ახალი პროგრამით წარსდგება მაყურებლის წინაშე.
კულტურის სამინისტროს დაკვეთით, ილია ჭავჭავაძის 185 წლისთავთან დაკავშირებით მომზადებული პროექტის ფარგლებში, გორის ქალთა კამერული გუნდი, ფოთის თეატრთან ერთად, გასტროლს ქვეყნის ხუთ ქალაქში გამართავს და ილია ჭავჭავაძის „განდეგილს“ წარადგენს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მაყურებელთან პირველი შეხვედრა დღეს, 18 ოქტომბერს, 20:00 საათზე, გ. ერისთავის სახელობის თეატრში გაიმართება. „განდეგილის“ წარდგენა 20 ოქტომბერს ლადო მესხიშვილის სახელობის ქუთაისის თეატრშია დაგეგმილი, 22 ოქტომბერს - სენაკში, 24 ოქტომბერს - ბათუმში, 26 ოქტომბერს კი, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი უმასპინძლებს.
პროექტის ავტორი და ერთ-ერთი მონაწილე რამაზ იოსელიანია, რეჟისორი კი გიორგი თავაძეა. წარმოდგენაში ასევე მონაწილეობენ მარინა კახიანი, ბექა ჯუმუტია, ჯანო იზორია და ანი ამილახვარი.
კვირის ამბები