

ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის გორი-იგოეთის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილში მყოფი 6 ადამიანი დაშავდა, დაშავებულთაგან 4 ბავშვია. შემთხვევა იგოეთის გადასახვევთან მოხდა, თბილისის მიმართულებით მოძრავი ,,მიცუბიში-აირტეკის" მარკის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ავტობანის ბეტონის ჯებირს შეეჯახა, რის შედეგადაც მართვა დაკარგა.
ავარიის შედეგად სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს ავტომობილის მძღოლმა - ახალგაზრდა ქალმა და სატრანსპორტო საშუალების 5-მა მგზავრმა, რომელთა შორის ოთხი არასრულწლოვანია.
სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს