

ცოტა ხნის წინ, გორი-ერგნეთის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
შემთხვევა სოფელ კარალეთთან მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცებმა სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღეს. დაშავებულთაგან ერთი კლინიკა ,,გორმედში“, მეორე კი სამხედრო ჰოსპიტალშია შეყვანილი.
,,გორმედის“ ინფორმაციით, აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული 30 წლამდე ასაკის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს