

გორში, სტალინის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
სტალინის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ხუთსართულიანი კორპუსის ბოლო სართულიდან 60 წლამდე ასაკის ქალი გადმოვარდა.
შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებებით ქალი ადგილზევე გარდაიცვალა.
გარდაცვლილის მეზობლები შემთხვევის მიზეზად რამდენიმე შესაძლო ვერსიას ასახელებენ.
ამ წუთებში, ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს