გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრი, ერთგულ მაყურებელს, კვირის ბოლომდე სამ სპექტაკლს წარუდგენს.
აფიშის მიხედვით, 11 და 12 მარტი ბავშვებსა და მოზარდებს დაეთმობა და წარმოდგენილი იქნება სპექტაკლები: „კარლსონი“ და „მზის სხივი“. მაყურებელს „კარლსონის“ ხილვა 11 მარტს, 17:00 საათზე, ხოლო „მზის სხივის“ წარმოდგენაზე დასწრება 12 მარტს, 14:00 საათზე შეეძლება.
13 მარტს კი, შემოქმედებითი ჯგუფი „სტრიპტიზს“ გაითამაშებს, წარმოდგენა 8 საათზე დაიწყება.
გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის ადმინისტრაციის ცნობით, მაყურებელს ბილეთები შეძენა შეუძლია როგორც თეატრის სალაროში (0370277932; 577390350), ასევე, ონლაინ - საიტზე www.biletebi.ge
2024 წლის 25 ივნისს, 15 საათზე, საჯარო შეხვედრა ჩატარდება გორის მუნიციპალიტეტის მერიაში, მის.: გორი, გ. ფერაძის ქ. #5