რამდენიმე წუთის წინ, გორში, თბილისის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზემოხსენებულ ქუჩაზე მოძრავი ავტომობილი საგზაო ნიშანს შეეჯახა, რამაც მძღოლის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. დაშავებული გიორგი აბრამიშვილის სახელობის გორის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი და ამ წუთებში, შესაბამისი გამოკვლევები უტარდება.
როგორც GMnews-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მძღოლის მიერ მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ან თავისუფლების აღკვეთით.
2024 წლის 25 ივნისს, 15 საათზე, საჯარო შეხვედრა ჩატარდება გორის მუნიციპალიტეტის მერიაში, მის.: გორი, გ. ფერაძის ქ. #5