დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 261 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ცენტრის ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან 1 410 ადამიანი გამოჯანმრთელდა და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 369 483-მდე.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 395 621-ს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში ვირუსს ჯამში 5 636 პირი ემსხვერპლა.