

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურის დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, შესაძლოა, კორონავირუსის ახალი შტამი გაჩნდეს, რომელიც ე.წ. ინდურ შტამზე საშიში იქნება.
გებრეიესუსის თქმით, რაც მაღალია გავრცელების მაჩვენებლი, მით მეტია ვირუსის ახალი შტამების გაჩენის საშიშროება.
„რაც უფრო ფართო იქნება გადაცემა, მით უფრო მეტი ვარიანტი გამოჩნდება, რომელიც პოტენციურად უფრო საშიში იქნება, ვიდრე „დელტა“ ვარიანტია, რომელიც ასეთი ზიანისმომტანია. რაც უფრო მეტი ვარიანტია, მით უფრო მაღალია ალბათობა, რომ ერთ-ერთი მათგანი არ დაემორჩილება ვაქცინას და საწყის მდგომარეობაში დაგვაბრუნებს“, - აღნიშნა ჯანმოს ხელმძღვანელმა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს