

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში მცხოვრები 90 წლის გიორგი კინკრიაშვილი სამედიცინო ქსელ ,,გორმედის“ გორის საუნივერსიტეტო კლინიკაში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
,,90 წლის ვარ, ტყვიავიდან ჩამოვედი აცრაზე, ვიცრები იმიტომ, რომ არ შემხვდეს კორონავირუსი და მერე სხვებსაც არ გადაედოთ“, - განაცხადა გიორგი კინკრიაშვილმა.
შეგახსენებთ, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2 415 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 26 ადამიანი გარდაიცვალა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს