კორონავირუსით ინფიცირებული 25 დღის ახალშობილი, რომელიც ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში იყო მოთავსებული, გარდაიცვალა.
კლინიკის ინფორმაციით, ჩვილს კორონავირუსი სამშობიაროდან გაწერის შემდეგ ოჯახის წევრებისგან გადაედო, მას ფილტვებში მაღალი ხარისხის დაზიანება ჰქონდა.
შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში საქართველოში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა ბავშვებში, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტრომ პედიატრიული საწოლების მობილიზება დაიწყო.