ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა პროექტი ,,ხალხური საღამოები“ განაახლა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სოლო კონცერტები გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ფოლკლორული ანსამბლები: ბასიანი, დიდგორი, ერისიონი, ადილეი და ანჩისხატი.
ფესტივალის ფარგლებში, 11 ივლისს, 13 საათზე, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში, ანსამბლი ,,ანჩისხატი" სოლო კონცერტს გამართავს.
,,ხალხური საღამოების“ მიზანია ქართული ტრადიციული სიმღერის ხელშეწყობა, შენარჩუნება და პოპულარიზაცია.