

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი: 15 22 ამოქმედდა. როგორც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, ცხელი ხაზის ამოქმედების მიზანი მსურველების საჭიროებებზე სწრაფი რეაგირებაა.
ცხელი ხაზი - 15 22 , 24 საათის განმავლობაში იმუშავებს და საქართველოდან განხორციელებული ყველა ზარი უფასო იქნება.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის სარეგისტრაციო ელექტრონული სახელმძღვანელოც შეიქმნა, სადაც აცრების პირველ ეტაპზე ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად შერჩეული პირველი პრიორიტეტული ჯგუფის - ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები დარეგისტრირდებიან.
სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი