

კასპის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი სახლის საპირფარეშოში ახალშობილის ცხედარი იპოვეს. სავარაუდოდ, ბავშვის დედა ოჯახის დიასახლია.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს მშობიარობისას ან მშობიარობის შემდეგ.
ამ დროისთვის დაკავებული არავინ არ არის, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დანიშნულია ექსპერტიზები. ჯერჯერობით უცნობია, როგორ აღმოჩნდა ჩვილი საპიფარეშოში და ჩაგდებისას ცოცხალი იყო თუ გარდაცვლილი.
გარდაცვლილი ახალშობილის გარდა, აღნიშნულ ოჯახში 3 მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავთ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს