სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხის საჯარო სკოლაში ფსიქოლოგის ვაკანსიაა.
ვაკანტური პოზიცია კვირაში 6-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და სავარაუდო ანაზღაურება თვეში 540-554 ლარითაა განსაზღვრული.
რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ჰქოდეს უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიაში; ასევე ბავშვის კოგნიტური, ემოციური, ფუნქციური და კომუნიკაციური უნარების შეფასების გამოცდილება.
იცოდეს კომპიუტერული საოფისე პროგრამები, ეროვნული სასწავლო გეგმა, ქცევის მართვის სტრატეგიები და ჰქონდეს მისი პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება, ასევე, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება და გუნდური მუშაობის უნარი.
მსურველმა განაცხადი ელექტრონულად www. pedagogi.ge (teacherjobs.ge)-ზე 3 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაგზავნოს.