ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი გაუქმდება და გადასახადი მხოლოდ იმ მოქალაქეებზე გავრცელდება, რომელთა წლიური შემოსავალი 100 000 ლარს აღემატება, - აღნიშნულის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მისი თქმით, ცვლილების შედეგად ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება დაახლოებით 81 000 მოქალაქეს მოეხსნება.
„ფინანსთა სამინისტროსთან აქტიური კოორდინაციით მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ქონების გადასახადის ზღვარი 40 000-დან 100 000 ლარამდე გაიზარდოს - 40 000-ლარიანი ზღვარი საერთოდ გაუქმდება. ქონების გადასახადი მხოლოდ 100 000 ლარზე და ზემოთ შემოსავლიან მოქალაქეებზე შენარჩუნდება. ამით ქონების გადასახადი 81 000 პირს გაუუქმდება. აღნიშნული გადაწყვეტილებს დაჩქარებული წესით იქნება მიღებული“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.