გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სოფელ ტინისხიდის და გორის №5 საჯარო სკოლებს ეწვია და სასწავლო წელი მიულოცა
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე, თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ყაულაშვილი და ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით კუპრაძე სოფელ ტინისხიდის და გორის №5 საჯარო სკოლებს ეწვივნენ და ახალი - 2026-2027 სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
საკრებულოს თავმჯდომარემ შეკრებილ საზოგადოებას: მოსწავლეებს, პედაგოგებს და მშობლებს წარმატებები უსურვა, განსაკუთრებით პირველკლასელებს მოეფერა და საინტერესო, აღმოჩენებით სავსე სასკოლო გზა უსურვა.
„განათლებული ახალგაზრდობა ჩვენი მუნიციპალიტეტის და ქვეყნის ძლიერი მომავლის გარანტია. გისურვებთ პროდუქტიულ, მშვიდობიან და მიღწევებით დახუნძლულ სასწავლო წელს!“ - აღნიშნა მარლენ ნადირაძემ.