საზოგადოება
15.09.2026 14:58
გორში გურამ პაპუაშვილის ხსოვნის საღამო გაიმართება
გორში გურამ პაპუაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.

ღონისძიება 17 სექტემბერს, 18:00 საათზე დაიწყება. საღამოს გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრი უმასპინძლებს და დასრწება თავისუფალია.

ცნობისთვის, გორელი გურამ პაპუაშვილი 2021 წელს, 37 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. ხელოვანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით იმართება.
კვირის ამბები