საქართველოს კულტურის სამინისტროს მაია ბითაძე უხელმძღვანელებს.
აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მაია ბითაძე წლების განმავლობაში არაერთ მნიშვნელოვან თანამდებობას იკავებდა და ახლადდანიშნულ ხელმძღვანელს წარმატებები უსურვა.
ბითაძე ამ დრომდე პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. 2011-2017 წლებში – საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის, 2017-2020 წლებში კი თბილისის მერის მოადგილე იყო.
შეგახსენებთ, კულტურის მინისტრის პოსტი თინათინ რუხაძემ 28 ივლისს დატოვა.