გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოში ახალი სასწავლო წელი 16 სექტემბერს დაიწყება
16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო ახალ სასწავლო წელს იწყებს.
სააგენტოს ცნობით, სასწავლო-საწვრთნელი მეცადინეობა ხუთ სასპორტო სკოლაში, სპორტის 22 სახეობაში დაიწყება და ყველა სპორტულ სექციაზე სწავლა უფასოა. გარდა ამისა, გუნდები თუ სპორტსმენები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გასამართ შეჯიბრებებზე მგზავრობით, კვებით და სასტუმროთი სააგენტოსგან უზრუნველყოფნი იქნებიან.
„სასწავლო-სავარჯიშო პროცესი დაიწყება, გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს შემდეგ სასპორტო სკოლებსა და სპორტის სახეობებში: შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლა (ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, ქართული ჭიდაობა, სამბო, კრივი, კიკბოქსინგი, კალათბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი, რაგბი, მკლავჭიდი, კარატე, ტაეკვანდო, ტანვარჯიში, ჭადრაკი, მძლეოსნობა, ძალოსნობა, ჩოგბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, შერეული საბრძოლო ხელოვნება, ალპინიზმი, კუდო), გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლა (ძიუდო, ქართული ჭიდაობა, სამბო); ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლა (თავისუფალი ჭიდაობა); ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის კრივის სპეციალიზებული სკოლა (კრივი) და ვარიანის გიორგი კანდელაკის სახელობის კრივის სკოლა (კრივი)“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სასპორტო სკოლებში ვარჯიშის მსურველებმა სახეობის შერჩევის შემდეგ, მითითებული სასპორტო სკოლის ადმინისტრაციაში უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები: განცხადება, დაბადების მოწმობის ასლი, ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №100) და ორი ფოტოსურათი (3X4).