საზოგადოება
15.09.2026 11:09
დაგროვებითი პენსიით 35 793-მა პირმა ისარგებლა
საქართველოს საპენსიო ფონდმა 31 აგვისტოს სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 2026 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 769 ათასი ადამიანია. ამ დროისთვის, დაგროვებითი პენსიით კი 35 793-მა პირმა ისარგებლა და მათზე პენსიის სახით 185,189,254.01 ლარი გაიცა.

„აგვისტოს ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივები 10.0 მილიარდ ლარს მიუახლოვდა, ხოლო ჯამურმა სარგებელმა 2.9 მილიარდ ლარს გადააჭარბა“, - აცხადებენ საქართველოს საპენსიო ფონდში.

შეგახსენებთ, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, პენსიის/საპენსიო აქტივების მიღება შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:
მონაწილის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევისას;
მონაწილის შესაძლებლობის შეზღუდვისას;
საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრისთვის გადაცემისას;
საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას.
კვირის ამბები