დღეს, 14 სექტემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია საეკლესიო ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს, რომელსაც „გვირგვინს წელიწადისას“ უწოდებენ. ტრადიციულად, ამ დღეს ტაძრებში საგანგებო პარაკლისი აღევლინება.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საეკლესიო ახალ წელთან დაკავშირებით, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს 14:00 საათზე აღავლენს.
დღეს, საეკლესიო ახალი წლის გარდა, საქართველოში განსაკუთრებულად პატივს მიაგებენ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედ ხატს - „შენ ხარ ვენახი“.