საზოგადოება
14.09.2026 10:10
ერთიანი ეროვნული გამოცდების არჩევით საგნებს იტალიური ენაც დაემატება
მომავალი წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების არჩევით საგნებს იტალიური ენაც დაემატება, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, დამამთავრებელ კლასებში იგეგმება „რეპეტიტორიუმის“ მიდგომის დანერგვა, რაც მოსწავლის ინტერესებსა და პროფესიულ არჩევანს დაეფუძნება.

„მუშაობას ვიწყებთ იმ სიახლეზე, რომელიც მომავალი წლიდან დაინერგება, ეს არის „რეპეტიტორიუმი“ - დამამთავრებელ კლასებში ახალგაზრდებს ვთავაზობთ, აირჩიონ 3 ან 4 საგანი, რომელთაც ისინი ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარებენ. უნდა შევარჩიოთ პედაგოგები, გადავამზადოთ შესაბამისად, ერთი წლის განმავლობაში სახელმძღვანელოები ყველა საგანში უნდა მოვამზადოთ, ამასთან, მომავალი წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების არჩევით საგნებს იტალიური ენაც დაემატება, პარალელურად, დავიწყეთ მუშაობა ერთიან კანონპროექტზე - ეს იქნება განათლებისა და მეცნიერების შესახებ კანონი, რომელმაც 7 კანონი უნდა შეცვალოს. ჩვენ მიზნად გვაქვს, რომ პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე წარვადგინოთ ინიციატივა“, - განაცხადა განათლების მინისტრმა.
კვირის ამბები